ულტრაბგერითი კაბინეტი

ულტრაბგერითი კვლევა ეს არის ორგანოების და ქსოვილების კვლევის მეთოდი ულტრაბგერითი "ტალღების" გამოყენებით. სხვადასხვა სიმკვრივის ქსოვილებში გავლით, უფრო ზუსტად კი, სხვადასხვა ქსოვილების საზღვრებს შორის გავლით, ულტრაბგერა სვადასხვაგვარად აირეკლება მათგან. ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი მარტივი და ხელმისაწვდომია და მას თან არ ახლავს არანაირი უკუჩვენება.

თანამედროვე ულტრაბგერით აპარატებს გააჩნიათ  3D და 4D რეჟიმები, რომლებიც საშუალებას იძლევა მივიღოთ სამგანზომილებიანი გამოსახულება (სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე), ანუ მოცულობა. სამგანზომილებიან გამოსახულებას ხშირად უწოდებენ ასევე ოთხ განზომილებიანს.

გარდა ამისა, თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატები სისხლის ნაკადის შესწავლაში გამოყენებენ დოპლერის ეფექტის მქონე მეთოდს, რაშიც იგულისხმება ტალღის სიგრძის ცვალებადობა, რომელიც აისახება მოძრავი ობიექტებისგან. დოპლეროგრაფიული კვლევა უზრუნველყოფს სითხის (სისხლის) მოძრაობის სიჩქარის დადგენას.

ჩვენი კლინიკის ულტრაბგერითი კაბინეტები აღჭურვილია “Medison” -ის ფირმის აპარატებით. კლინიკაში წარმოდგენილია  ბოლო მოდელი პრემიუმ კლასის, "prestige Accuvix V20" ფერადი აპარატი, რომელიც მსოფლიოში ლიდერი კომპანია "samsung medison"-ის წარმოებულია. აღნიშნული აპარატი 3D/4D განზომილებიანია, რაც ენერგეტიკულ და სპექტრულ რეჟიმებში ორგანიზმის დეტალური დათვალიერების და უმაღლესი ხარისხის კვლევების ჩატარების საშუალებას გვაძლევს.

ულტრაბგერითი კვლევის გამოყენების სფეროები მედიცინაში ძალზედ ფართოა. დიაგნოსტიკაში იგი გამოიყენება მრავალი დაავადების გამოვლენის მიზნით. ულტრაბგერითი "ტალღების" არეკვლის თავისებურება არ იძლევა საშუალებას ეს კვლევის მეთოდი იქნას გამოყენებული ისეთ ორგანოებზე, სადაც გვხვდება ჰაერი (მაგ. ფილტვები), თუმცა დიდი წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას ასვადასხვა ორგანოების გამოკვლევისას, როგორებიცაა: ღვიძლი, პანკრეასი, ნაღვლის ბუშტი, თირკმელები, ელენთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ლიმფური კვანძები, მუცლის აორტა, გული (გულის კუნთის, კამერების,  სარქველების, სისხლის ნაკადის მდგომარეობა და ა.შ.), ფარისებრი ჯირკვლი, სარძევე ჯირკვლი, პროსტატა, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, საკვერცხეები, სათესლე ჯირკვლების, ორსულობა, სახსრები , სისხლძარღვების (ვენები და არტერიები) და სხვა.  კვლევის დროს შესაძლებელია დავინახოთ ორგანოთა კონტური, მათი შიდა სტრუქტურა, ასევე არის თუ არა მათში რაიმე უცხო მოცულობითი ან სხვა ტიპის წარმონაქმნი.

უდიდესი მნიშვნელობა ულტრაბგერით კვლევას ენიჭება ორსულობის დროს, როდესაც რენტგენის ან სხვა ტიპის სხივებით დასხივება ძალზედ არასასურველია. ნაყოფის გამოკვლევისას შესაძლებელია ფეხმძიმობის ადრეულ ვადებზე გამოვავლინოთ სხვადასხვა დარღვევები. ასევე ულტრაბგერით კვლევას დიდი როლი ენიჭება ფეხმძიმობის ზუსტი ვადის დადგენაში, ორსულობის მართვის ტაქტიკასა და მშობიარობაში. ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას იძლევა სწორად იქნას შეფასებული ფეხმძომობის მიმდინარება. როგორც წესი, ორსულობისას ულტრაბგერითი კვლევა ტარდება 3 – 4 -ჯერ და ნაყოფის განვითარების ინფორმაციის მიმწოდებელ ძირითად წყაროს წარმოადგენს.

ორსულობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში ულტრაბგერითი გამოკვლევა რეკომენდირებულია ჩატარდეს ორსულობის 11 – 13 კვირის ვადაზე, რომელიც საშუალებას იძლევა  დადგინდეს ორსულობის ვადა და მშობიარობის სავარაუდო თარიღი, ნაყოფის ზრდა და სწორად განვითარდება, ინახოს პლაცენტის მიმაგრების ადგილი და მისი სტრუქტურა, გამოირიცხოს ნაყოფის განვითარების ღრმა დეფექტები, გაიზომოს ნაყოფის საყელოსმიერი სივრცის გამჭვირვალე ზონის სისქე და გაიზომოს სხვირის ძვლების სიგრძე (რაც დაუნის სინდრომის ყველაზე ადრეული მარკერებია) და ასევე გამოირიცხოს საშვილოსნოს და საკვერცხეების პათოლოგიები.

ორსულობის მეორე ტრიმესტრის პერიოდში ულტრაბგერითი გამოკვლევა რეკომენდირებულია ჩატარდეს ორსულობის 18 – 22 კვირის ვადაზე, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს შეესაბამება თუ არა ნაყოფის განვითარება ორსულობის კონკრეტულ ვადას, გამოვლინდეს ან გამოირიცხოს ნაყოფის ყველა ძირიადი ორგანების და სისტემების განვითარების დეფექტები და ანომალიები. ამ ვადებზე შესაძლებელია დეტალურად იქნას დათვალიერებული ნაყოფის გული, თირკმელები, საჭმლის მომნელებელი სისტემა, თავის ტვინი, ხერხემალი და ასევე სხვაა რანაკლებ მნიშვნელოვანი ორგანოები, დადგინდეს სანაყოფე წყლების რაოდენობა და მათი სტრუქტურა, დეტალურად დათვალიერდეს ასევე პლაცენტის სტრუქტურა.

ორსულობის მესამე ტრიმესტრის პერიოდში ულტრაბგერითი გამოკვლევა რეკომენდირებულია ჩატარდეს ორსულობის 32 – 34 კვირის ვადაზე. ამ ვადაზე ექიმი კიდევ ერთხელ დაათვალიერებს ნაყოფის ყველა ორგანოს, რომელიც საშუალებას იძლევა გამოირიცხოს დანვითარების დეფექტები და ანომალიები. ასევე ფასდება ნაყოფის განვითარების ხარისხი, კიდევ ერთხელ დგინდება სანაყოფე წყლების რაოდენობა, თვალიერდება ჭიპლარი. ასევე მესამე ტრიმესტრში ტარდება კვლევა დოპლეროგრაფიის გამოყენებით, რითაც ხდება სისხლის მიმოქცევის შესწავლა საშვილოსნოს, ჭიპლარის და ასევე თავის ტვინის სისხლძარღვოვან სისტემებში. დოპლეროგრაფიული კვლევის ჩატარება საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ფეტო-პლაცენტარული ან მატერნო-პლაცენტარული უკმარისობები, რათა დროულად იქნას მიღებული ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ჩვენს კლინიკაში თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ნაყოფის ულტრაბგერითი კვლევები არა მარტო სკრინინგულ ვადებზე, არამედ ნებისმიერ დროს, თუ კი თქვენ გასურთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბავშვი ნორმალურად ვითარდება, ჩაიტაროთ დოპლეროგრაფიული კვლევა, ისარგებლოთ 3D და 4D რეჟიმის კვლევით და რეალურ დროში ეკრანზე თვითოვე იხილოთ თქვენი ბავშვის გამოსახულება.

ჩვენს კლინიკაში ტარდება ასევე ექოკარდიოსკოპიული კვლევა, რომელიც ტარდება როგორც ანტენატალურად, ასევე ახალშობილებსა და მოზრდილი ასაკის პაციენტებში.

ნაყოფის ექოკარდიოსკოპიული კვლევის ჩატარება შესაძლებელია ორსულობის 17 კვირის ვადაზე; ოპტიმალური პერიოდი ამ კვლევისთვის არის 20-28 კვირა. ხდება გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობის ტაქტიკის დროული შერჩევა. არსებობს კრიტიკული გულის თანდაყოლილი მანკები, რომელთა არსებობის შემთხვევაში მუცლადყოფნის პერიოდში შესაძლოა ნაყოფის მდგომარეობა იყოს სტაბილური მუცლადყოფნის პერიოდის კომუნიკაციების (ღია ოვალური ხვრელი, ღია არტერიული სადინარი) ადექვატური ფუნქციონირების ფონზე; დაბადებისას ეს კომუნიკაციები იხურება და შესაძლოა ბავშვის მდგომარეობა დაბადებისთანავე იყოს კრიტიკული; ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოზის ცოდნა ბავშვის დაბადებამდე, რომ დროულად დაიგეგმოს პალიატიური ოპერაცია ან ინვაზიური ჩარევა კათეტერიზაციის ლაბორატორიაში. ნაყოფის ექოკარდიოსკოპიული კვლევის დროს ხდება ასევე სხვადასხვა სახის რითმის დარღვევების დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა.

ახალშობილებსა და მოზრდილი ასაკის პაციენტებში ექოკარდიოსკოპიული კვლევით შესაძლებელია როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირება და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა.

ყოველივე ზემოთ ხსენებული კვლევების ჩატარება შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში.

ჩვენი გამოცდილი ექიმების გუნდი ბატონი არჩილ ახმეტელი, დავით ტატანაშვილი, ვახტანგ ელიაშვილი, ქალბატონი ნინო ინაიშვილი, მელანო სულაძე და მაია ინასარიძე აწარმოებენ ყველა სახის ექოსკოპიურ კვლევას. 

მათ ვინც ჩვენთან მოსვლას ვერ ახერხებს ულტრაბგერით კვლევებს სახლში მომსახურებით ვთავაზობთ.