დერმატოლოგია
დერმატოლოგია, ანუ დერმატოპათოლოგია, მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის კანის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს, სტრუქტურას და დაავადებებს, რომლებიც ხასიათდებიან კანის საფარველის, თმების და ფრჩხილების პათოლოგიური ცვლილებებით, და ასევე აწარმოებს ამ დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. დერმატოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული ენდოკრინოლოგიასთან, ვენეროლოგიასთან, ონკოლოგიასთან, ალერგოლოგიასთან და რიგ სხვა სამედიცინო დისციპლინებთან.
დროის სხვადასხვა პერიოდში ყოველი ჩვენთაგანი აწყდება კანთან დაკავშირებულ პრობლემებს. კანის დაავადებები მრავალფეროვანია და ხშირად რთულია მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სწორედ ამიტომ დერმატოლოგიური საკითხები ასე აქტუალურია.
კანი, ანუ ეპითელიუმი, ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი, რთული და საოცარი ორგანოა, რომელსაც გააჩნია მთელი ორგანიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები. იგი არა მარტო გვიცავს სხვადასხვა დაავადებებისგან და მექანიკური ზემოქმედებისგან, არამედ გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და მინერალური ნივთიერებები, მისი მეშვეობით გაივლის ნახშიროჟანგი და ჟანგბადი, მასში წარმოიქმნება პიგმენტები და ვიტამინი D, იგი ეხმარება თირკმელებს ორგანიზმიდან სხვადასხვა ტოქსინების გამოდევნაში.
დერმატოლოგი არის სპეციალისტი, რომელსაც უშუალო შეხება აქვს კანის დაავადებებთან. არსებობს მრავალი მიზეზი კანის დაავადებების წარმოქმნის. ეს შეიძლება იყოს არა მარტო გარემოს და ტემპერატურის ზემოქმედება, სხვადასხვა ინფექციები, ვირუსები, ბაქტერიები, სოკოვანი და ონკოლოგიური წარმოშობის წარმონაქმნები. ხშირად კანის დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში მიმავალი შიდა პათოლოგიური პროცესები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნებისმიერი შესაძლო ფაქტორი, რომელიც შესაძლოა იყოს დაკავშირებული კანის ფუნქციის დარღვევასთან, ხდება დერმატოლოგისთვის ძალზედ მნიშვნელოვნად დაავადების დიაგნოსტიკისთვის.
დერმატოლოგი მკურნალობს ისეთ დაავადებებს როგორებიცაა: კანისა და ფრჩხილების დაავადებები, პროვოცირებული სოკოვანი პათოგენებით (ეპიდერმოიფია, ტრიქოფიტოზი, მიკროსპორია, კანდიდოზი, ონიქომიკოზი, ეპიდერმატოზი, რუბრომიკოზი და ა.შ.), კანის ინფექციური ტიპის დაზიანებები (იმპეტიგო, ერითემა, ფოლიკულიტი, კარბუნკული და ა.შ.), ვიტრუსული ტიპის დაავადებები (ნებისმიერი სახის ლიქენი, პაპილომა, ჰერპესი), ეკზემა, ალერგიული დერმატიტები, ნეიროდერმიტები, ჭინჭრის ციება, კანის პარაზიტული ტიპის დაზიანება, სებორეა, ტოქსიდერმია, ფსორიაზი, კანის დაზიანებები და გამონაყარი გამოწვეული შინაგანი ორგანოების დაავადებებით, აივ ინფექციით და სამკურნალო ნივთიერებებით, აკნე, ფავუსი, მუნი, კანის კიბო და ა.შ.
დერმატოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. პირველ რიგში ხდება კანის საერთო დათვალიერება, რომელიც საშუალებას იძლევა დაისვას წინასწარი დიაგნოზი. დათვალიერებისას ყურადღება ექცევაროგორც პაციენტის კანის საერთო მდგომარეობას, ასევე პათოლოგიებსაც, მათ თავისებურებებსა და გამოხატულობის ხარისხს. საბოლოო დიაგნოზი ისმევა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, როგორებიცაა კანის ანაფხეკი, ლაბორატორიული კვლევები (სისხლის და შარდის ანალიზები, ბიოქიმიური, ჰისტოლოგიური, კანის ტესტები, აივ ინფექციაზე, სიფილისზე, ჰერპესვირუსულ ინფექციებზე, ალერგიული ტესტები). უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება სისტემურ დიაგნოტიკას, რადგანაც ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კანის დაავადებები ხშირად ორგანიზმში არსებული დარღვევების შედეგია. მნიშვნელოვანია ასევე ფარული ინფექციების აღმოჩენა, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. გარდა ამისა, უნდა შეფასდეს შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, რომელთა პრობლემებს ხშირად მივყავართ კანის დაავადებების განვითარებასთან. ამ მიზეზით დიაგნოზი ისმევა კანის დათვალიერების და ანალიზების რეზულტატების მიხედვით, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს დადგინდეს დაავადების წარმოქმნის მიზეზი. ასეთი სისტემური მიდგომა პაციენტს ეხმარება დიდი ხნით მოიშოროს კანის დაავადება.
კომპლექსური დიაგნოსტიკის ჩატარების და დიაგნოზის დასმის შემდეგ, დერმატოლოგი ნიშნავს მკურნალობის სქემას, რომელიც ინდივიდუალურად არის შერჩეული ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის და დამოკიდებულია გამოვლენილი დაავადების ფორმაზე და სტადიაზე.
კანის დაავადებების სიმპტომები, რომლის არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს დერმატოლოგს არის: გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის აქერცვლა, გაწითლება, შეშუპება, ფურუნკულების და ჩირქგროვების გაჩენა კანზე, დიდი რაოდენობით მეჭეჭების და ხალების გაჩენა და მათი ზომების ზრდა, კანზე ლაქების გაჩენა, კანის გაღიზიანება ან კანის რომელიმე უბნის სისველე, კანის ზედმეტად სიმშრალე ან ზედმეტი გაცხიმოვნება, აკნე, ფრჩხილების ფერის და სტრუქტურის შეცვლა, თმისცვენა, ალოპეცია და ა.შ.
კანის, თმის ან ფრჩხილების ნებისმიერი ტიპის პრობლემის გაჩენისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმ დერმატოლოგს.
ინტერკლინიკაში კონსულტაციას გაგიწევთ გამოცდილი ექიმი დერმატოლოგები ქალბატონი ია ბაბილაშვილი და ბატონი ელგუჯა ბერაია, რომლებიც შესაბამის გამოკვლევებთან ერთად დანიშნავენ კონკრეტულად მხოლოდ თქვენზე მორგებულ მკურნალობას, რაც თავის მხრივ გამოჯანმრთელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.