რევმატოლოგია
რევმატოლოგია მედიცინის სფეროა, რომელიც შეისწავლის და მკურნალობს სახსრების, მყესების, სისტემურ აუტოიმუნურ დაავადებებს, ვასკულიტებს და სხვა საერთო ანთებით დაავადებებს. არსებობს ორასზე მეტი რევმატიული დაავადება, რომელიც განსხვავდება კლინიკური გამოვლინებით, დიაგნოსტიკით და მკურნალობა მეთოდებით. რევმატიული დაავადებების უმრავლესობა არ შეიძლება იყოს დიაგნოზცირებული მხოლოდ ლაბორატორიული ან რადიოლოგიური კვლევის საფუძველზე. რევმატოლოგიური დიაგნოზი ემყარება დაავადების ისტორიას, სპეციალურ რევმატოლოგიურ გამოკვლევებს, ლაბორატორიულ და კვლევების სხვა მეთოდებს. რადგანაც სხვადასხვა რევმატოიდული დაავადებები საჭიროებს განსხვავებულ მიდგომებს, სწორი დიაგნოზი არის წინაპირობა წარმატებული მკურნალობისა. ბოლო ათი წლის მანძილზე რევმატოლოგიის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. გაჩნდა კვლევების და მკურნალობის ახალი მეთოდები, კერძოდ რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, ფსორიაზული ართრიტის, მგლურას და სხვა რევმატიული დაავადებების, რომლებმაც შეცვალა პაციენტთა ცხოვრების ხარისხი და მდგომარეობა მრავალი რევმატიული დაავადებების დროს.
რევმატოლოგის პირად გამოცდილებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სწორი დიაგნოსტიკისას და კონკრეტული მკურნალობის დანიშვნისას, რადგანაც ზოგიერთი რევმატოიდული დაავადება შედარებით იშვიათია. ექიმი რევმატოლოგი მამუკა ლორთქიფანიძე დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალია, რომელიც ჩვენს კლიკიკაში გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას.