გინეკოლოგიური კაბინეტი

გინეკოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის მხოლოდ ქალთა დაავადებებს, პირველ რიგში რეპროდუქციული (სასქესო) სისტემის დავადებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გინეკოლოგია შეისწავლის ქალთა რეპროდუქციული სისტემის დაავადებების არა მხოლოდ დიაგნოსტიკას და მკურნალობას, არამედ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათ პროფილაქტიკას.

სწორედ ამიტომ აუცილებელია რეგულარული ვიზიტები ექიმ-გინეკოლოგთან  პროფილაქტიკის მიზნით და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს რაიმე პრობლემები.

ერთ-ერთი განხრა გინეკოლოგიისა არის მეანობა. ჩვენი მეან-გინეკოლოგები კურირებენ ორსულობის ყველა ეტაპს: ჩასახვას, ორსულობის მიმდინარებას, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდს, რადგანაც ბუნებამ ქალი დააჯილდოვა ისეთი საოცარი უნარით, როგორიცაა - ახალი სიცოცხლის შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ვიზიტები გინეკოლოგთან (თუნდაც წელიწადში ერთხელ) აუცილებელია ყველა ქალისთვის (ზოგიერთი დაავადებება მიმდინარეობს შეუმჩნევლად, რეგულარული მონიტორინგი კი საშუალებას იძლევა დაავადება აღმოჩნილი იქნას ადრეულ სტადიაზე), ისინი ხშირად გადადებენ ხოლმე გინეკოლოგთან ვიზიტს, რადგან ფიქრობენ, რომ გინეკოლოგს უნდა მიმართონ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს იჩენს რაიმე პრობლემა.

ჩვენს კლინიკაში მუშობენ მაღალკვალიფიციური ექიმები - ქალბატონები ეკა ნინუა, გულიკო ღვინიაშვილი, მარინა ჯანგიძე და მანანა ჭყონია, რომლებიც დაგეხმარებიან ყველა სახის გინეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში. ჩვენს კლინიკაში თქვენ შეგეძლებათ გაიაროთ ექიმის კონსულტაცია, ჩაიტაროთ ულტრაბგერითი და ლაბორატორიული კვლევები. ჩვენი ექიმები შეგირჩევენ კონკრეტულ პაციენტზე მორგებულ მკურნალობის ინდივიდუალურ სქემას.

ჩვენი კლინიკის მეან-გინეკოლოგები დაგეხმარებიან ისეთი პრობლემების გადაწყვეტაში, როგორებიცაა: ანთებადი დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, პრედმენსტრუალური სინდრომი, ჭარბი სისხლდენები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კლიმაქტერიულ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემები, სასქესო სისტემის ჰორმონოდამოკიდებული დარღვევები, საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, კონტრაცეფციის მეთოდების შერჩევა, უშვილობა, ორსულობის ადრეულ ვადაზე დადგენა, ორსულობის შენარჩუნება და მართვა გართულებული ისეთი მნიშვნელოვანი და ქრონიული პათოლოგიებით, როგორებიცაა ორსულთა ეპილეფსია, წითელი მგლურა, გულის მანკები, თირკმელების და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ნაყოფის ზრდის შეფერხება, ასევე ორსულობის მართვა ხელოვნური განაყოფიერებისას და ა.შ.

ისინი ასევე გაგიწევენ პროფესიონალურ დახმარებას ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიაში.

ასევე ჩვენს კლინიკაში კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ ექიმი ონკო-გენეკოლოგი ალექსანდრე ბერიშვილი.

ჩვენი გინეკოლოგიური კაბინეტი აღჭურვილია გერმანული "SCHMITZ"- ის ფირმის კომფორტაბელური სავარძლითა და აქსესუარებით, თანამედროვე კოლპოსკოპით"Leisegang" - ის ფირმის, დიათერმოკოაგულატორით და კრიოდესტრუქტორით.