ნუტრიციოლოგია

 

ყოველ წუთს ადამიანის ორგამიზმში მილიარდობით ბიოქომიური გარდაქმნა მიმდინარეობს. სინთეზირდებიან და იყოფიან სხვადასხვა ქიმიური ელემენტები, კვდებიან და კვლავ წარმოიქმნებიან მილიოლობით ახალი უჯრებები, სათანადო დონეზე ნარჩუნდება ფიზიოლოგიური პროცესების ძალზედ დიდი რაოდენობა. ყოველივე ეს ჩვენი ჩარევის გარეშე ხდება. ადამიანის ორგანიზმი მუდმივად განიცდის განახლებას. მეცნიერების მონაცემების მიხედვით ხუთი წლის მანძილზე ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 95% სრულად განიცდის განახლებას. ის კი, თუ როგორი იქნება ის, უშუალოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნივთიერებები - ნუტრიენტები შევა ჩვენს სხეულში.  

ჰაერთან და წყალთან ერთად, საკვები არის ადამიანის სიცოცლის წყარო. იმაზე, თუ როგორია საკვები, რამდენად დაბალანსირებულია, გამდიდრებულია ნუტრიენტებით, დამოკიდებულია ორგანიზმის ენერგიით შევსება, ქსოვილების განვითრება, ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციების გააქტივება, ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაცია, ფიზიკური მდგომარეობის განმტკიცება, დაავადებათა პროფილაქტიკა, ადამიანის ორგანიზმში დაბერების პროცესების შენელება და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება.

ჩნდება კითხვა, რატომ ავადმყოფობენ ადამიანები, რომლებიც არ შიმშილობენ? ამის მიზეზია ის, რომ საკვები არის  ყველაზე ხშირად პრობლემების წარმოქმნელი. ისეთი დაავადებების უმრავლესობა, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები და სხვა მიეკუთვნებიან  ალიმენტურ-დამოკიდებულ მდგომარეობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ, ადამიანს ერღვევა კვების რეჟიმი, უჩნდება ვიტამინების, მინერალების - ნუტრიენტების დეფიციტი, რომლებიც არეგულირებენ  ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში და წარმოადგენენ ქსოვილთა, იმუნური სისტემის უჯრედების, ფერმენტების და ჰორმონების საშენ მასალას.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ იმ ადამიანთა 90%, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, სიმსუქნის მიზეზი ალიმენტურია, ანუ დაკავშირებულია საკვები რაციონის სტრუქტურის დარღვევასთან. ნუტრიციოლოგიის ამოცანაა კი კვების კორექციის პროფილაქტიკური ღონისძიერბების ჩატარება.

ნუტრიციოლოგიური მიდგომა ადამიანის ორმანიზმისადმი გამომდინარეობს მისი როგორც ერთიანი და თვითრეგულირებადი სისტემის აღქმიდან. ადამიანი მუდმივად საჭიროებს კვების ისეთ შეუცვლელ ფაქტორებს, როგორებიცაა ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავებს და ა.შ.

ეს ნუტრიენტები ეხმარებიან ორგანიზმს სხვადასხვა ორგანოთა სისტემების მუშაობის კომპენსირება მოხდეს შესუსტემის შეთხვევაში. აქტიური ასაკის პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც აუცილებელია სწორი კვება და კვების რაციონის შევსება ბუნებრივი ნივთიერებებით ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით. გარკვეული ასაკიდან კი ორგანიზმის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისთვის შერჩეული იქნას კვების დაბალანსირებული, ინდივიდუალურად მასზე მორგებული სისტემა, მისი გემოვნების,  მიდრეკილებების, ფიზიოლოგიური თავისებურებების და დაავადების გათვალისწინებით. სწორედ ამისთვის არსებობს ნუტრიციოლოგია.

ხშირად დიეტოლოგიას და ნუტრიციოლოგიას ერთმანეთთან გააიგივებენ, თუმცა დიეტოლოგია ეს არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ რა არ უნდა მიიღოს ადამიანმა ამა თუ იმ შემღხვევაში. დიეტა ეს არის გარკვეული შეზღუდვების კომპლექსი, რომელიც მიმართულია კონკრეტული მიზნის მისაზღწევად. ანუ თვით ამ ცნებაში ჩადებულია გარკვეული დროებითობა. დროებითი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის დიეტა.

შეიძლება კი ვესაუბროთ დიეტაზე ადამიანებს, ვისაც აწუხებს სიმსუქნე ამ აქვთ მიდრეკილება სიმსუქნისკენ? ადამიანებს, რომელთაც ეს პრობლემა აწუხებთ ჭირდებათ თავისი კვებითი ქცევების სრული შეცვლა.

ნუტრიციოლოგის ამოცანაა სწორად შეურჩიოს პაციენტს საკვები რაციონი, ვიტამინები, მიკროელემენტები და ა.შ. ასევე შეურჩიოს საკმების მომზადების ტექნოლოგია და გადაანაწილოს იგი დღის განმავლობაში ადამიანის თავისებურებებიდან გამომდინარე.

სულ უფრო სარწმუნო ხდება ნუტრიციოლოგების კონცეფცია ადამიანის ორგანიზმში იმ ნივთიერებების, ნუტრიციენტების დეფიციტის შესახებ, რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის და ბიოქიმიური პროცესების რეგულაციისთვის. მრავალ დაავადებას ნუტრიციოლოგია ხსნის, როგორც იმ საკვები ნივთიერებების კავშირის გაწყვეტით, რომელთა მეშვეობით ადამიანის ორგანიზმი უნდა იღებდეს მცენარეულ, ცხოველურ და მინერალური წარმოშობის ნივთიერებებს.

ნუტრიციოლოგიის ამოცანაა კვების რაციონის ოპტიმიზაცია, რათა საკვები თვითონ გახდეს წამლად ადამიანისთვის. წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კვების რაციონის დაგეგმვის, საკვების დამზადების და ინდივიდუალიზაციის პრინციპებით შერჩევისას.

ჩვენს კლინიკაში მოღვაწეობს მაღალკვალიფიციური, გულისხმიერი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნატა გაგუა, რომელიც ინდივიდუალურად შეგირჩევთ თქვენი ორგანიზმისთვის არა მარტო სასარგებლო, არამედ სასიამოვნო საკვებ რაციონს.

 

 

 

"ვფიქრობ, ადამიანები ხშირად ბოლომდე ვერ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიც კია ჩვენთვის საკვები; რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ჩვენს ჯანმრთელობაზე და ცხოვრების წესზე.

არადა ჩვენი დღიური საკვების თითოეული ულუფა ჩვენი ორგანიზმის საშენი მასალაა და ის საბოლოოდ ჩვენი შემადგენელი ნაწილი ხდება. 

უფრო მარტივად რომ ვთქვა, ის, რასაც დღეს მივირთმევთ, რამდენიმე წელიწადში გადამუშავებული სახით, ჩვენივე ღვიძლის ქსოვილად იქცევა. 

კიდევ უფრო მარტივად კი ჩვენ სწორედ ის ვართ, რითიც ვიკვებებით."

 

ნატა გაგუა