თერაპიული კაბინეტი

თერაპიას მიაკუთვნებენ მედიცინის საბაზისო კლინიკურ დისციპლინას. ეს არის მეცნიერება, რომელიც აერთიანებს ცოდნას ყველა შინაგანი ორგანოების დაავადებების შესახებ, მათ დიაგნოსტიკას, მათი მკურნალობის პრინციპებს და პრევენციას. ადამიანის ორგანიზმი ერთი მთლიანი სისტემაა. ნებისმიერი ორგანოს დაავადება შეიძლება გამოვლინდეს სხვა ორგანოს ფუნქციის დარღვევის სიმპტომებით ან მივყავდეთ მათ დარღვევებამდე.

ექიმი თერაპევტი ცენტრალური ფიგურაა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. ის არის უნივერსალური და მრავალპროფილიანი ექიმი  რომელსაც გააჩნია ღრმა ცოდნა შინაგანი ორგანოების დაავადებების შესახებ და რომლის პროფესიონალიზმზე და გამოცდილებაზეა დამოკიდებული დიაგნოზის სიზუსტე და სწორი მკურნალობა. სწორედ მას უწევს პაციენტთან პირველი კონტაქტის, ყველა ჩივილების ანალიზის და სიმპრომების შესწავლის საფუძველზე, გამოავლინოს დაავდების  ხასიათი, კავშირი სიმპტომებსა და დაავადებებს შორის, რომლებიც ერთი შეხედვით საერთოდ არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.

თერაპევტის კონსულტაცია გულისხმობს ქმედებათა შესაბამის კომპლექსს, რომელშიც იგულისხმება:  ანამნეზის შეკრება, რაშიც შედის პაციენტის დაავადების  შესახებ სპეციფიური ინფორმაციის მიღება, აქტუალური ჩივილების და ავადმყოფობის ისტორიის  დეტალური შესწავლა, პაციენტის გასინჯვა, რაც შეიცავს პერკუსიას (ღრუების სუსტად დარტყმითი მოსმენა), აუსკულტაციას (ფილტვების მოსმენა), პალპაციას (კონკრეტული ორგანოების უბნების ხელით გასინჯვა), ასევე გამოკვლევების სპეციალური მეთოდების განსაზღვრა. ამ გამოკვლევებს მიეკუთვნება კარდიოგრამა, რენტგენოლოგიური, ლაბორატორიული, ულტრაბგერითი გამოკვლევები და ასევე საჭიროების შემთხვევეაში გასტროსკოპია ან კოლონოსკოპია,  კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და ა.შ. ეს ყოველივე საშუალებას აძლევს თერაპევტს დასვას სწორი დიაგნოზი და დანიშნოს ეფექტური, კონკრეტულ პაციენტზე მორგებული მკურნალობა.

თუკი განვაზოგადებთ, შეიძლება ითქვას, რომ თერაპევტი მკურნალობს ყველა იმ დაავადებას, რომელსაც არ ჭირდება ოპერაციული ჩარევა. აქედან გამომდინარე იგი გამოიყენებს კონსერვატორული მკურნალობის მეთოდებს.

თერაპევტის კომპეტენციაში შედის მკურნალობა ისეთი დაავადებების როგორებიცაა: ე.წ. „გაციება“, მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადება, გრიპი, ოტიტები, სინუსიტი, რინიტი, ბრონქების და ფილტვების დაავადებები (ბრონქიტი, ტრაქეიტი, პნევმონია, ასთმა და მათი ქრონიკული გამოვლინებები), გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები (მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობები, არითმია, ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა და სხვა გულის იშემიური დაავადებები), საჭმლის მომნელებელი სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (წყლულები, გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაავადებები, პანკრეატიტი და მისი ქრონიული ფორმა, В და С ვირუსული ჰეპატიტები და ასევე ღვიძლის სხვა დაავადებები), ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები (რევმატიზმი, ართრიტი, ბურსიტი და სხვა), სისხლის სხვადასხვა ფორმის დაავადებები (ლეიკოზი, ანემია, ჰემოფილიები და სხვა), საშარდე სისტემის დააავადებები (პიელონეფრიტი, ნეფრიტი, შარდ-კენჭოვანი დაავადება, ცისტიტი და ა.შ.), ენდოკრინული სისტემის დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი, მეტაბოლური სისტემის მუშაობის დარღვევა), ნევროლოგიური დაავადებები (ხერხემლის და ზურდის დაავადებები), შემაერთებელი ქსოვილების ფუნქციების დარღვევა, სისტემური დაავადებები, ქრონიკული დაღლილობა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ა.შ.

თერაპევტს კონსულტაციაზე უნდა მიაკითხოთ როდესაც გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ტკივილი გულის არეში, თავის ტკივილი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მუდმივი ან შეტევითი ხველა, ტკივილი წელის არეში, თავბრუსხვევის და გულისრევის  შეგრძნება, ღებინება, მუდმივი ყრუ ან შეტევითი ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი სახსრებში, კიდურების და სახის შეშუპება, კანის ფერის ცვალებადობა, სისხლი შარდში ან განავალში და ა.შ. ასევე არსებობს სიმპტომები, რომლებიც არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი დაავადებისთვის: უეცარი წონაში კლება, ძლიერი დაღლილობა, ძილიანობა,  კოორდინაციის დაკარგვა, სხეულზე გამონაყარი, გაურკვეველი ლოკალიზაციის და ხასიათის ტკივილი, თავის და ხერხემლის ტკივილი, სუბფებრილური ტემპერატურა,  ძილის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, ედემა, მომატებული გაღიზიანება.

თუ თქვენ გივლინდებათ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისგან რომელიმე, აუცილებელია მიაკითხოთ თერაპევტს. ხშირად ეს სიმპტომები არ არის სერიოზული ავადმყოფობის გამოვლინება, თუმცა თუ მათ ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლოა დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდეს ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება თავიდან აგვეცილებია.

მხოლოდ თერაპევტს შეუძლია გაერკვიოს თუ რა შეიძლება იყოს დაავადების მიზეზი და რა შედეგი და ამის მიხედვით დანიშნოს მკურნალობა, რის გამოც მას გააჩნია ფართო და მონუმენტური ცოდნა. თერაპევტმა უნდა იცოდეს უამრავი სამედიცინო პრეპარატი, მათი თავისებურებები, დადებითი და უარყოფითი თვისებები. ყოველთვის უნდა ფლობდეს ინფორმაციას ფარკოლოგიური სიახლეების შესახებ.

თერაპევტი არის  ექიმი, რომელიც ხშირად იღებს "საბედისწერო" გადაწყვეტილებას ჩასატარებელი კვლევების აუცილებლობასა და მათ სახეობებზე, განსაზღვრავს დიაგნოზის დასმის შემდგომ მკურნალობის ვადებს, გრაფიკს და კომპლექსურობას.

სწორედ ასეთ სპეციალისტს შეუძლია პაციენტის ჩივილებიდან გამოყოს მაქსიმალურად მნიშვნელოვანი და პირველხარისხოვანი ჩივილები და მათი გადაჭრისას არ მიაყენოს ზიანი პაციენტის ჯანმრთელობას.

ინტერკლინიკა უკვე მრავალი წელია, რაც ჩვენი ერთგული პაციენტებისთვის ოჯახის კლინიკად იქცა. ჩვენთან  მაღალპროფესიულ დონეზე ხორციელდება, როგორც ცალკეული პაციენტის დაავადებათა დიაგნოსტირება და მკურნალობა, ასევე მთლიანი ოჯახის სამედიცინო პატრონაჟი. თერაპიულ კაბინეტს ხელმძღვანელობს პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმი გიორგი გვილია მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელსათ თამამად შეიძლება ვუწოდოთ ”უნივერსალური” ექიმი.