ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია. ის შეისწავლის შიდა სეკრეციის ჯირკვლების ანუ ენდოკრინული ჯირკვლების სტრუქტურას, ფუნქციებს და პათოლოგიებს. ასევე ენდოკრინოლოგია შეისწავლის ჰორმონებს და იმას თუ როგორ ზემოქმედებენ ისი ადამიანის ორგანიზმზე. ენდოკრინოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული კარდიოლოგიასთან, ოფთალმოლოგიასთან ონკოლოგიასთან, გასტროენტეროლოგიასთან, გინეკოლოგიასთან და მედიცინის ასხვა დარგებთან.

ძირითად შიდა სეკრეციის ჯირკვლებს (ენდოკრინული ჯირკვლებს) მიაკუთვნებენ ჰიპოთალამუსს, ჰიპოფიზს, ფარისებრ ჯირკვალს, პანკრეასს, ნაწლავების ინკრეტორულ აპარატს, თირკმელზედა ჯირკვლებს, სათესლე ჯირკვლებს და საკვერცხეებს.

ყველა მათგანი ახდენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სეკრეციას, რომლებსაც, როგორც მიღებულია ეწოდებათ ჰორმონები. ჰორმონები არის ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ მარეგულირებელი თვისებები. ადამიანის ჰორმონალური ბალანსი რთული, კომპლექსური და მყიფე მექანიზმია, ამიტომ მასში არსებული დარღვევების უმეტესობა ზიანს აყენებს ადამიანის სხეულის პრაქტიკულად ყველა სისტემას.

ენდოკრინული დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს ამა თუ იმ ჰორმონის დეფიციტით ან ჭარბი რაოდენობით. ჰორმონების სინთეზი და სეკრეცია რეგულირდება ნერვული სისტემით, კერძოდ, ჰიპოფიზით და ჰიპოთალამუსით.

თანამედროვე ენდოკრინოლოგიის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ისეთი დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (დიფუზური ტოქსიური ჩიყვი, თირეოდიტი, ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ცისტები, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები), შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დაავადებები (აკრომეგალია, გიგანტიზმი, ჰიპოთალამური სინდრომი, უშაქრო დიაბეტი, ლაქტაციის პრობლემები, პროლაქტინომა), თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნეები), სასქესო ჯირკვლევის ფუნქციების დარღვევები (ენდოკრინული უშვილობა).

ენდოკრინულ დაავადებებს, როგორც წესი, აქვთ გრძელი უსიმპტომო პერიოდი პათოლოგიური პროცესების შემდგომი გააქტიურებით და საჭიროებენ ხანგრძლივ, ხშირად მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობას. ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს მათი იდენტიფიცირება, რათა დროულად თავიდან ავიცილოთ დაავადების შემდგომი განვითარება და პროგრესი.

ინტერკლინიკაში სათანადო კონსულტაციას გაგიწევთ ჩვენი პროფესიონალი ექიმი ქალბატონი რუსუდან ბერაძე. გირჩევთ დროულად მიაქციოთ ყურადღება ზემოთხსენებულ დაავადებებს, რათა ჯანმრთელი მომავალი გარანტირებული გქონდეთ.