პედიატრია

პედიატრია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერი ასაკის ბავშთა დაავადებების პერევენციას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას და ასევე მის შემდგომ რეაბილიტაციას.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც პედიატრია შეიძლება ჩაითვალოს მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგად, არის ის რომ მიდგომები ბავშვის დაავადების დროს მკურნალობისას და მისი მოვლისას, როდესაც იგი ჯანმრთელია, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ მიდგომებისგან რომელიც გამოიყენება მედიცინაში მოზრდილი ადამიანის მიმართ. ბავშვი არა მხოლოდ „პატარაა“. მას ახასიათებს ანატომიური, ფიზიოლოგიური, ემოციური და იმუნოლოგიური უმწიფრობა, რის გამოც მისთვის დამახასიათებელია ისეთი დავადებები, რომლებიც იშვიათად გვხვდება მოზრდილებში და რომელთა მიმდინარეობა და განკურნება დამოკიდებულია დაავადებული ბავშვის სიმწიფის ხარისხზე. ვინაიდან ბავშვის ორგანიზმი გამუდმებით იზრდება და ვითარდება, ამ პროცესების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, რომლებიც არასოდეს გვხვდება მოზრდილებში. მაგ. რაქიტი ვითარდება მხოლოდ ადრეულ ასაკში. არა მარტო მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი განსხვავდება ბავშვის ორგანიზმისგან, არამედ ასხვადასხვა ასაკის ბავშვები დაბადებიდან მომწიფებამდე, განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ბავშვის რეაქცია გარემო პირობებზე, კვებით მოთხოვნილებებზე, უჩნდება ინფექციებზე წინააღმდეგობის გაწევის და სხვადასხვა დაავადების გადატანის უნარი. იმისთვის, რომ ბავშვის მკურნალობისას ეფექტურად იქნას გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები, საჭიროა არა მარტო დოზირების ცოდნა ასაკის მიხედვით, არამედ თითოეული პრეპარატის ტოლერანტობა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ანტიმიკრობული პრეპარატების და მრავალი სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკის აღმოჩენამ გადატრიალება მოახდინა არა მარტო ბავშვების, არამედ მოზრდილთა მკურნალობაში, პედიატრიაში მათი გამოყენება გართულებულია მთელი რიგი სპეციფიური პრობლემებით.

როგორც წესი გამოყოფენ ბავშვის განვითარების რამოდენიმე ასაკობრივ პერიოდს:

1 – პირველი თვე დაბადებიდან,

2 – მეორე თვიდან 1 წლის ასაკამდე,

3 – სიცოცხლის მეორე წელი, 4 – 2 წლიდან 6 წლამდე,

5 – 6 წლიდან 10 წლამდე გოგონებისთვის და ბიჭებისთვის 6 წლიდან 12 წლამდე,

6 – 10 წლიდან 14 წლამდე გოგონებისთვის და 12 წლიდან 16 წლამდე ბიჭებისთვის.

ბავშვის განვითარების დაწყებას და დასრულებას მნიშვნელოვანი ინდივიდუალური თავისებურებები გააჩნია.

პედიატრი არის ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი ექიმი სპეციალისტი, რომელის ზრუნავს ბავშვის ჯანმრთელობაზე. ბავშვი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება დაბადების პირველივე წუთებიდან. მის კომპეტენციაში შედის ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა. პადიატრზეა დამოკიდებული მკურნალობის დროულად და სწორად დანიშვნა. პედიატრთან დროულად მიმართვაზე კი ხშირად დამოკიდებულია დაავადების მკურნალობის ეფექტურობა.

დაავადების მიზეზის დასადგენად და ასევე ეფექტური მკურნალობის დასანიშნად, პედიატრი ნიშნავს ლაბორატორიულ კვლევებს (მაგ. სისხლის, შარდის განავლის და სხვა), ულტრაბგერით კვლევებს (შინაგანი ორგანოების ან რბილი ქსოვილების, ექოკარდიოგრაფიას, ნეიროსონოგრაფიას) და ა.შ.

პედიატრს გააჩნია მედიცინის სხვადასხვა მიმართულებაში ფართო ცოდნა, რაც საშუალებას აძლევს გამოავლინოს და უმკურნალოს პრაქტიკულად ყველა დაავადებას.

პედიატრი მკურნალობს: გულ-სისხლძარღვთა დავადებებს, სასუნთქი სისტემის დაავადებებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს, ნერვული სისტემის დაავადებებს, იმუნური სისტემის დავადებებს, ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს, შარდ-სასქესო სისტემის დავადებებს, განვითარების თანდაყოლილ ანომალიებს, მეტაბოლურ დარღვევს ბავშვებში და ა.შ.

თუკი ბავშვს გაუჩნდა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, გაძნელებული სუნთქვა, შარდვასთან დაკავშირებულია პრობლემები, ტკივილები ნებისმიერ ანატომიურ უბანში, ლორწოვანი გარსების შეწითლება, აპათია, მომატებული ტემპერატურა, ხველება, ცემინება, ხიხინი, გამონაყარი ან სხვა, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ პედიატრს.  

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია დაავადებათა პროფილაქტიკა. მასში შედის აცრები, ადრეული ასაკისთვის დამახასიათებელი დაავადებების პროფილაქტიკა, დისპანსერიზაცია, სკრინინგული გასინჯვები და სხვა.

განვითარების ანუ ქცევითი პედიატრი  გარდა ჯანმრთელობის რუტინული მდგომარეობისა, ახდენს ბავშვის ფსიქო - მოტორული განვითარების შეფასებას ახალშობილობის/ჩვილობის პერიოდში. აღმოაჩენს მათი განვითარებიდან გადახრას და ქცევით პრობლემებს. ჩვენ გთავაზობთ ბავშთა ასაკის სკრინინგ შეფასებას ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირების დონის დასადგენად. თქვენ შეგიძლიათ უწყვეტი კონტაქტი გქონდეთ პედიატრთან, ასევე მისაღებია კონტაქტი ტელეფონით, სოციალური ქსელით, რათა თქვენთვის გამოუვალ მდგომარეობაში მიიღოთ რჩევა-დარიგება.

ჩვენი პედიატრები ჭავჭანიძე ნატო და ირმა გოცირიძე ამომწურავ პასუხს გაგცემენ თქვენთვის ყველა საჭირბოროტო კითხვაზე. ინტერკლინიკაში მიმდინარეობს 0-16 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო მომსახურება.