უროლოგია და ანდროლოგია
უროლოგია - კლინიკური მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ქალებში საშარდე სისტემის ორგანოების დაავადებებს და მამაკაცებში საშარდე სისტემის ორგანოების და სასქესო ორგანოების დაავადებებს, შეიმუშავებს მათი მკურნალობის და პროფილაქტიკის მეთოდებს. ასევე უროლოგიაში გამოიყენებს ქირურგიული ჩარევის მკურნალობის მეთოდსაც.
არსებობს გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ უროლოგები მკურნალობენ მხოლოდ მამაკაცებს, რის გამოც, ბევრი ქალი ცისტიტის ან შარდის შეუკავებლობის სიმპტომების გაჩენისას მიმართავს გინეკოლოგს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. უროლოგიები მკურნალობენ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებსაც. სტატისტიკურად უროლოგის პაციენტთაგან დაახლოებით 40%-ს წარმოადგენენ ქალები, ხოლო 60% -ს მამაკაცები.
ზოგადად უროლოგიის მკურნალობის სამიზნეს წარმოადგენენ ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: საშარდე გზების დაავადები, პროსტატის გადიდება, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (ადენომა), შარდის შეკავება (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში), შარდსაწვეთების შეგუბება, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც თირკმლის კენჭებით, მსხვილ და სწორ ნაწლავში არსებული ავთვისებიანი წარმონაქმნებით (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში), ასევე სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი პროცესით, შარდ-კენჭოვანი დაავადება (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში) (რომლის დროსაც შესაძლოა გამოყენებული იქნას თირკმელების კენჭების როგორც კონსერვატორული, ასევე პროფილაქტიკური მკურნალობა, ლითოტრიფსია, ექსტრაკორპორალური ლითოტრიპსია, ურეთეროსკოპია, ქირურგიული ჩარევა), ონკოლოგიური დაავადებები (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში) - თირკმელების, შარდსაწვეთების და შარდის ბუშტის ავთვისებიანი წარმონაქმნები და სიმსივნეები, ცისტები, ონკოლოგიური დაავადებები მხოლოდ მამაკაცებში - პროსტატის კიბო, სათესლე ჯირკვლების კიბო, მამაკაცების სექსუალური სფეროს პრობლემები, მამაკაცთა უნაყოფობა, ერექტილური დისფუნქცია, კუშინგის სინდრომი, ჰიპერალდოსტერონომა, ფეოქრომოციტომა და ა.შ.
უროლოგიას აქვს რამოდენიმე მიმართულება. ერთ-ერთი ასეთი მამართულებაა მამაკაცთა უროლოგია, რომელსაც ანდროლოგია ეწოდება და უროლოგიის ნაწილს წარმოადგენს.
ანდროლოგია კონცენტრირებულია მხოლოდ მამაკაცთა დაავადებების მკურნალობაზე, რომელთაც მიეკუთვნება მამაკაცთა უნაყოფობა, პროსტატიტი, შარდ-სასქესო სისტემის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დავადებები, შარდ-კენჭოვანი დავადებები, თირკმელების და შარდის ბუშტის ანთება, ინფექციები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით (ქლამიდიოზი, გენიტალური ჰერპესი, ურეაპლაზმოზი და ა.შ.), მამაკაცია გარე სასქესო ორგანოების დავადებები (ვარიკოცელე, ჰიდოცელე, პარაურეთრალური ჯირვლების ცისტები), იმპოტენცია, პეირონის დაავადება, განვითარების თანდაყოლილი ანომალიები და ა.შ.
ჩვენი გამოცდილი ექიმები ანდროლოგი ნიკოლოზ რუსაძე და უროლოგი შალვა ჭოველიძე მამაკაცის მცირე მენჯის ორგანოთა, პროსტატის დაავადებების, უშვილობის, შარდსასქესო სისტემის ავთვისებიანი დაავადებების, სექსუალური დისფუნქციის სხვადასხვა ფორმების დიაგნოსტიკას, საქართველოში უალტერნატივო ბოლო თაობის აპარატებით "yarovit АМВЛ-01" და "YariloSynkhro"-თი ახორციელებენ. მკურნალობა კი ხორციელდება მსოფლიოში აპრობირებული გაიდლაინების მიხედვით.