კარდიოლოგიური კაბინეტი

კარდიოლოგია არის კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მის ანატომიურ, ფიზიოლოგიურ და მორფოლოგიურ ფუნქციებს, როგორც მის ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნის პერიოდში, ასევე პათოლოგიების დროს, შეისწავლის დაავადებების წარმოქმნის მიზეზებს და განვითარების მექანიზმებს. ასევე იგი აწარმოებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. გულ-სისხლძარღვთა სისტემა არის საციცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი ადამიანის ორგანიზმისთვის.

სპეციალისტი, რომელიც მოღვაწეობს მედიცინის ამ სფეროში არის კარდიოლოგი. ის აწარმოებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. დღესდღეობით გულისა და სისხლძარღვების დაავადებები მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულ დავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ამიტომ კარდიოლოგის როლი თანამედროვე მედიცინაში ძალზედ მნიშვნელოვანია. კარდიოლოგები, გარდა უშუალოდ დიაგნოსტიკისა და მკურნალობისა, დაკავებულები არიან ასევე პაციენტების რეაბილიტაციით, რომლებმაც გარკვეულწილად ამა თუ იმ ფორმით ჰქონდათ პრობლემები გულის ან სისხლძარღვების დაავადებების მხრივ.

ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს, რომელის მკურნალობითაა დაკავებული კარდიოლოგი, მიეკუთვნება: გულის იშემიური დაავადება, თანდაყოლილი ან შეძენილი გულის მანკები, სტენოკარდია, რომელიც გამოვლინდება შეტევითი ტკივილების ფონზე, რომელიც ლოკალიზებულია გულის არეში და წარმოიქმნება სისხლის მიწოდების მწვავე უკმარისობის ფონზე, სხვადასხვა ეტიოლოგიის გულის უკმარისობა, ანთებითი დაზიანებები, რომლებიც წარმოიქმნება გულის კუნთის სხვადასხვა უბნებში (კარდიტები) და რომელთა წარმოშობის მიზეზები ძალზედ მრავალფეროვანია, თუმცა მიუხედავად ამისა შედეგი არის ის რომ ზიანდება გული და სისხლძარღვები, კარდიოსკლეროზი, მოციმციმე არითმია, აორტის და სხვა არტერიების ანევრიზმები (კედლების ანომალური გათხელება და გამობურცვა), არითმიები (ტაქიკარდია, ბრადიკარდია, გულიას არასრული ბლოკადა), აორტის სტენოზი, თრომბოფლებიტები და თრომბოზები, რომელთა გამოც არსებობს საშიშროება სისხლძარღვების დახშობის, ინფარქტის წინამდგომარება, ინფარქტი. არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზები, ათეროსკლეროზი, კარდიომიოპათიები.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომები შეიძლება იყოს უამრავი, რომელთაც განსხვავებული წარმოშობა და მიმდინარეობა აქვთ. ხშირად სიმპტომები ვლინდება გადატანილი მწვავე ვირუსული ან ინფექციური დაავადებების, ტრავმების, ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციის და ანთებითი პროცესების შემდგომ.

სიმპტომები რომელთა გაჩენის შემდეგ პაციენტმა უნდა მიაკითხოს კარდიოლოგს არის: სისუსტე, თავბრუსხვევები, ოფლიანობა, გულის რითმის დარღვევა, ტკივილი გულის არეში, ხელისკენ, ბეჭისკენ ან ქვედა ყბისკენ ირადიკაციით, ქოშინი, მაჯისცემის სიხშირის და დარტყმის ცვლა, არტერიული წნევის ხანგრძლივი მომატება ან შემცირება, ციანოზი, ანამნეზში რევმატიზმი, დასიება, რომელიც არ არის დაკავშირებული თიქრკმელების მუშაობასთან და სხა. 

რომელიმე სიმპტომის აღმოჩენისას აუცილებელია მიაკითხოთ კარდიოლოგს კონსულტაციაზე და ჩაიტაროთ შემდგომი საჭირო გამოკვლევები.

გთავაზობთ გამოკვლევათა მცირე ნუსხას, რომელიც საჭიროა დაავადების დიაგნოსტიკისთვის: სისხლის და შარდის ლაბორატორიული ანალიზები, კარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, არტერიული წნევის მონიტორინგი და სხვა. ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ელექტროკარდიოგრაფია "Bionet Kardio Care"-ის 12 არხიანი უახლესი აპარატით, ლაბორატორიული კვლევები, ექოკარდიოსკოპია ("Sonoace 800 Prime"-ს ფერადი დოპლერით). რაც შეეხება კარდიოტოკოგრაფიულ კვლევას, ტარდება "Analogic"-ის ფირმის ულტრათანამედროვე კომპიუტერიზებული სისტემით. გახსოდევთ, რომ აღნიშნული გამოკვლევით თქვენ თავიდან აიცილიებთ ნაყოფის გულსისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მკურნალობის დანიშნვნა კარდიოლოგის მიერ ხდება სხვადასხვა გამოკვლევებით დასმული დიაგნოზის საფუძველზე, დაავადების სიმძიმიდან, სტადიიდან და ფორმიდან გამომდინარე, აუცილებლად, ყოველი პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამიტომ გირჩევთ წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს კარდიოლოგ ბატონ გიორგი გვილიასთან, რომელიც ინდივიდუალურად შემოგთავაზებთ რეკომენდებულ კვლევებს და მკურნალობას.