ნევროლოგია და რეაბილიტაცია

ნევროლოგია - ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას, ფუნქციებს, ნორმებს და პათოლოგიებს, ზეგავლენას ასხვადასხვა ორგანოებზე, დაავადებებს. ასევე იგი შეისწავლის დაავადების განვითრების მექანიზმს და მიზეზებს, სიმპტომებს, დიაგნოსტიკურ ღონისძიებებს, და მისი პროფილაქტიკის და მკურნალობის მეთოდებს.

ნერვული სისტემის დაავადებები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ნევროლოგიური დარღვევები შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მუცლადყოფნის პერიოდშიდაც კი.

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული სისტემის დაავადების განვითარებას მრავალია, მათ შორის თანამედროვე ცხოვრების ტემპი,  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, მუდმივი სტრესები, ქრონიკული დაავადებები, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ტრავმები და სხვა. ასაკის მატებასთან ერთად ნერვული სისტემის დაავადების განვითარების რისკი მატულობს,

ნევროლოგები არიან სპეციალისტები, რომლებიც მკურნალობენ ნევროლოგიურ დაავადებებს.

ნევროლოგიური დაავადებების დროს ყველაზე ხშირად წარმოადგენენ ჩივილებს: თავის ტკივილი, ტკივილი კისრის, გულმკერდის, ნეკნების, წელის და დუნდულოების არეებში, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, სისუსტე კიდურებში, პერიოდული ცნობიერების კარგვა, კრუნჩხვები, სპაზმები, ტემორი, სხეულის სხვადასხვა ნაწილში პარეზები და პარალიჩი, ნერვული დარღვევები, სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბუჟება, ყურებში ხმაური, ძილის, ყურადღებისა, მეხსიერების და მეტყველების დარღვევები, ხმის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, უმადობა ან არაკონტროლირებადი მადის მომატება, სუნის შეგრძნების, მხედველობის და სმენის გაუარესება, აღქმის დარღვევა,

არსებობს ნერვული სისტემის დაავადებების სახეობები: ცენტრალური ან პერიფერიული სისტემის და ცალკე თავის ან ხერხემლის ტვინის დაავადებები. თუმცა არსებობს გარკვეული სირთულეები სუფთა ნევროლოგიური ხასიათის პრობლემების გამოყოფისას, რადგანაც ზოგიერთი მათგანი ფსიქიატრიის მომიჯნავედ მდებარეობს. მიუხედავად ამისა, ზემოთ ხსენებული სიმპტომების შემთხვევაში პირველ ყოვლისა უნდა მიაკითხოთ ნევროლოგს, რომლის კომპეტენციაშია ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორებიცაა: ვეგეტეტიური-სისხლძარღვოვანი დისტონია, ასთენიური სინდრომი, შაკიკი, ხერხემლის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, სპონდილოლისტეზი, ხერხემლის არტროზი, მალთაშუა თიაქარი და პროტრუზიები), პარალიჩები (სხვადასხვა წარმოშობის), ხერხემლის არტერიის სინდრომი, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ანთება (მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელოტი), სხვადასხვა ენცეფალოპათიები, ჰიდროენცეფალია, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის სიმსივნეები, ეპილეფსია გაფანტული სკლეროზი, ალცჰეიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და პარკინსონიზმი, ასაკობრივი დემენცია, აუტიზმი (ასპერგერის სინდრომი), ჰიპერაქტიურობა, ჰიპერკინეზი, ტრემორი, ნერვული ტიკი, იშიასი, ართრალგია და მიალგია, ნევრიტი და ნევრალგია, რადიკულური სინდრომი, ნეიროპათია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ჰიპერსომნია, ნარკოლეფსია, ძილის და მადის დარღვევები. ასევე ნებისმიერი ქალა-ტვინის ტრამვა, რადგანაც მის შედეგად მიღებული დაზიანებები, შესაძლოა გამოვლინდეს მოგვიანებით და გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.

ჩვენს კლინიკაში თქვენ გაგიწევთ კონსულტაციას ბატონი მიხეილ სანდლერი, რომელიც სპეციალურად შედგენილი ტესტების მეშვეობით ინდივიდუალურად დაგიგეგმავთ საჭირო გამოკვლევებს და დაგინიშნავთ მკურნალობას საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით.