ანგიოლოგია

ანგიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის სისხლძარღვოვან სისტემას - არტერიებს და ვენებს, მათ სტრუქტურასა და ფუნქციონირებას, სისხლძარღვთა დაავადებებს. ასევე დაავადების დაწყების მიზეზებს, სიმპტომებსა და განვითარებას, მათი მკურნალობის მეთოდებს და პრევენციას.

სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ ანგიოლოგიაში გამოიყენება როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები.

ანგიოლოგი - ეს არის ექიმი, რომლის მიზანია გამოავლინოს სისხლძართვთა სისტემის დაავადებები და შეიმუშაოს მკურნალობის გეგმა. ასევე ანგიოლოგი ახდენს სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას.

სისხლძარღვოვანი სისტემის დარღვევებთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია დროულად იქნას გამოვლენილი კონკრეტული პრობლემა და მკურნალობის დაწყება. ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ სისხლძარღვოვანი დაავადებების ნიშნები და მათგან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში დროულად მივაკითხოთ ექიმს.

სიმტომები, რომელიც საჭიროებს ანგიოლოგის კონსულტაციას: მუდმივი სიმძიმის შეგრძნება ქვემო  კიდურებში, ქვემო კიდურების შეშუპება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ (ვლინდება საღამოობით), გამოკვლეთილი ვენოზური ქსელი (გამობერილი და მუქი ფერის მქონე ვენები), გამკვრივებების, ტროფიკული წყლულების, წერტილოვანი სისხლჩაქცევების, სხეულზე ე.წ. სისხლძარღვოვანი ”ვარსკვლავების” გაჩენა, ქკრუნჩხვები ვედა კიდურებში, წვის შეგრძნება, კანჭების ან/და ტერფების ტკივილი, რომლებიც გამოვლინდება როგორც დატვირთვისას, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნისას, კანის ფერის ცვლილება (დალურჯება, სიწითლე, ფერის დაკარგვა), ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება თითებში, ტერფებში და ორგანიზმის სხვა ნაწილებში, ხელებსა და ფეხში კანის მგრძნობელობის დაკარგვა ან შემცირება, დიდ ხნის მანძილზე ჭროლობის შეუხორცებლობა, სისხლნაჟღენთები, ტკივილი წელის არეში, რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს საზარდულის არეში, მუცლის ღრუში, ქვემო კიდურებში, მხედველობის და საუბრის ნაწილობრივი დარღვევა, ყურებში ხმაურის შეგრძნება, თავბრუსხვევები, შაკიკი, მოულოდნელად ცნობიერების დაკარგვა, უეცარი გულის წასვლები, მყარად სიარულის შესაძლებლობის დაკარგვა, მოძრაობისას რყევის შეგრძნება, დაცემა. ყველა ეს სიმპტომატიკა განიხილება ანგიოლოგის მიერ და გამოკვლევის აუცილებელ მიზეზს წარმოადგენს.

ექიმი ანგიოლოგი მკურნალობს სისხლძარღვოვანი სისტემის ყველა დარღვევას, რომლებიც შესაძლოა იყოს როგორც პირველადი, ასევე მეორადი წარმოშობის ვითარდება სხვა პათოლოგიის ფონზე).

ანგიოლოგიური დაავადებები იყოფა ორ სახეობად:

1 - არტერიული დაავადებები;

2 - ვენური დაავადებები

სისხლძარღვოვანი სისტემის ძირითადი დაავადებებია: ანევრიზმა, ანემია, ათეროსკლეროზი, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, რეინოს სინდრომი, ვარიკოზი, სისტემური ვასკულიტები, თრომბოფლებიტი და თრომბოზი, დიაბეტური ანგიოპათია, ქრონიკული ვენური უკმარისობა, ანგიოპათია, ემბოლია, ჰემანგიომა, მაობლიტირებელი ენდარტერიიტი.

სისხლძარღვოვანი სისტემის დარღვევის დიაგნოზცირება უნდა მოხდეს  კლინიკური ანალიზის შედეგებისა და კვლევის სხვა მეთოდების საფუძველზე.

დაავადების მკურნალობისას, თავდაპირველად, როგორც წესი აქცენტი კეთდება კონსერვატიული თერაპიის მეთოდებზე. დღესდღეობით არსებობს დიდი რაოდენობის სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც აქვთ სპაზმოლიზური, სისხლძარღვების გაფართოების, თრომბოლიური, ანტიკოაგულანტული ეფექტები. ისინი შეუცვლელნი არიან პრევენციული ღონისძიებების დროს, თუმცა ხშირად გამოიყენებიან როგორც დამოუკიდებელი მკურნალობის მეთოდად.

კონსერვატიული თერაპიის ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენება ქირურგიული ჩარევის მკურნალობის მეთოდი. 

ჩვენი ექიმი ბ-ნი მამუკა ბოკუჩავა გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ სწორი დიაგნოსტიკის და მკურნალობის შერჩევასა და დაგეგმვაში.