მანუალური თერაპია

მარტივად ახსნა თუ რა არის მანუალური თერაპია შეიძლება ორი სიტყვით - ხელებით მკურნალობა. იგი ხასიათდება ექიმის მიერ ხელებით ლოკალურად დოზირებული ზემოქმედებით სახსრებზე, ხერხემალზე, კუნთებზე, მყესებზე და ფასციებზე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მუშაობის დარღვევების გამოვლენის და მკურნალობის მიზნით. მანუალური თერაპია აღმოფხრავს არა მარტო სიმპტომებს, არამედ არსებული დარღვევების მიზეზებს.

მანუალური თერაპია შეიცავს ორ ძირითად მიმართულებას - მანუალურ დიაგნოსტიკას და საკუთრივ მანუალურ თერაპიას.

მანუალურმა თერაპიამ გააერთიანა მიღწევები ნევროლოგიაში, ნეიროფიზიოლოგიაში და ორთოპედიაში. იგი  გახდა მიმზიდველი მრავალი სამედიცინო სპეციალობისთვის თავისი პრაქტიკული შედეგების წყალობით, რომელიც გამოიხატება ხერხემლის ფუნქციის და კიდურების სახსრების სწრაფ აღდგენაში, კუნთების სპაზმების აღმოფხვრასა და  არასწორი ჯდომის ან დგომის გაუმჯობესებაში.

მანუალური თერაპიის ჩატარება ევალება მანუალურ თერაპევტს.

ყველაზე ხშირი ჩივილები, რომელთა გამოც უნდა ჩატარდეს მანუალური თერაპია არის: უეცარი ძლიერი ტკივილი წელის არეში - ლუმბაგო, ქრონიკული ან ქვემწვავე ტკივილი წელის არეში (გაძნელებულია როგორც დახრა, ასევე უფრო მეტად გასწორება) - ლუმბალგია, ქაჩვითი ტკივილები ფეხში, რომელსაც თან ერთვის ტკივილი ან დისკომფორტი წელის არეში - ლუმბოიშიალგია, ტკივილები ბეჭების არეში, მოძრაობის შეზღუდვა როგორც ხერხემლში, ასევე სხვა მსხვილ სახსრებში, ტკივილები გულ-მკერდის არეში ნორმალური კარდიოგრამის დროს, ტკივილები კისრის არეში, ხშირად ხელებში ან თავის არისკენ გადასვლით, ტკივილები იდაყვში, ტკივილები მხრის სახსარში (ხელი იწევა ზემოთ არასრულად და მტკივნეულად), ხშირი თავის ტკივილები, თავბრუსხვევები, ყურადღების კონცენტრაციის დარღრვევა, ხელების და ფეხების თითების დაბუჟება, ტკივილები კუდუსუნის არეში (ტკივილი იზრდება ადგომისას), მუხლის სახსრის ტკივილი, ტკივილები მენჯ-ბარძაყის და დუნდულოების არეში.

ყველაზე ხშირი მიზეზი ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილებისა არის ხერხემლის ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკების თიაქარი და პროტრუზიო.

ძირითადი მიზეზი ოსტეოქონდროზის განვითარების და მალთაშუა დისკების თიაქრის და პროტრუზიოს გაჩენის. არის ხერხემლის არხის არასწორი მუშაობა როგორც მოძრაობისას, ასევე  დგომისა და ჯდომის პოზის დაცვისას, როდესაც მალთაშუა დისკებზე ზეწოლა არათანაბრად ნაწილდება. ის მალთაშუა დისკები, რომლებზეც უფრო ხშირია ზეწოლა, ადრე თუ გვიან ვერ უძლევენ დატვირთვას და იწყებენ დაშლას. დასაწყისში ჩნდება მცირე ზომის ბზარები, შემდეგ პროტრუზიები და შემდეგ თიაქრები. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ხერხემლის სწორი მუშაობა. მანუალური თერაპია ყველაზე ეფექტური საშუალებაა ოსტეოქონდროზის, მალთაშორის დისკების თიაქრებისა და პროტრუზიოების როგორც პროფილექტიკის, ასევე მკურნალობის, რადგანაც იგი აღმოფხრავს მათი გაჩენის მიზეზებს. მხოლოდ მაშინ, როდესაც აღდგება ხერხემლის არხის ფუნქცია, ხდება სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაცია პრობლემურ ზონაში. ტაბლეტებს, ინექციებს, მალამოებს და ფიზიოთერაპიას არ შეუძლია მალებს შორის მოქცეული ნერვებისა და სისხლძარღვების გათავისუფლება.

მანუალური თერაპიით მკურნალობა საშუალოდ საჭიროებს 5 სეანსიდან 10 სეანსამდე. რეკომენდირებული სიხშირე მისი ჩატარების არის ერთხელ წელიწადში, თუმცა შესაძლოა იყოს სხვადასხვა ინდივივიდუალური ვარიანტებიც.

ის, თუ მანუალური თერაპიის რომელი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული, წყვეტს თვითონ ექიმი მანუალისტი ჩატარებული გამოკვლევების და  პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე. მანუალური თერაპიის ყველა მეთოდი მიმართულია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მუშაობის გაუმჯობესებისკენ. პაციენტების მკურნალობისას ექიმ მანუალისტს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების ინექციები (ლოკალური ან ბლოკადა) მტკივნეულ არეებში.

თუ კი გაჩნდა ხერხემლის ოსტეოქონდროზის ნიშნები, პირველ ეტაპზე აუცილებელია პაციენტი გასინჯოს კვალიფიციურმა მანუალური თერაპიის  სპეციალისტმა, ნევროლოგმა ან ვერტებროლოგმა, რომელთაც შეუძლიათ გამოავლინონ ნევროლოგიური და ორთოპედიული დარღვევები, დანიშნონ აუცილებელი გამოკვლევები დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის ტაკტიკის დასაგეგმად. არასწორად დასმულმა დიაგნოზმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულები.  

მანუალური თერაპიის სპეციალისტის პროფესიული თვისებებზეა დამოკიდებული მკურნალობის რეალური შედეგი. ხერხემლის არხის (განსაკუთრებით ხერხემლის კისრის არე) და ხერხემლის მალის თიაქრის მანუალური თერაპია როგორც წესი მოითხოვს დიდ სიფრთხილეს. ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს უკუჩვენებები, რომელიც მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა გამოავლინოს და სწორად შეაფასოს.

იმისთვის, რომ დადგინდეს ჩვენება მანუალური თერაპიისა, აუცილებელია ჩატარდეს შემდეგი კვლევები: რენტგენოგრაფია (ყველაზე ინფორმატიულია ძვლის სტრუქტურების გამოსაკვლევად), კომპიუტერული ტომოგრაფია (ტარდება ჩვენებებიდან გამომდინარე), მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია (ყველაზე ინფორმატულია მალთაშორის თიაქრებისა და პროტრუზიების გამოსავლენად), ფარისებრი ჯირკვლის და მცირე ემნჯის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა, დენსიტომეტრია, სისხლის და შარდის ლაბორატორიული კვლევები, კარდიოგრამა.

ამ კვლევებისდან რომელს საჭიროებს პაციენტი, საზღვრავს მანუალური თერაპიის სპეციალისტი პაციენტის გამოკითხვის და გასინჯვის საფუძველზე. 

ჩვენს კლინიკაში გამოცდილი სპეციალისტი ბატონი ევგენი ტრიგუბოვი მოღვაწეობს, რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტული ტრამვისა, თუ დაავადების დიაგნოსტიკაში და შემდგომ მკურნალობაში.