ინტერკლინიკის ექიმები

x

ალექსანდრე ბერიშვილი

ტელ.: (+995 591) 756838

გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, მამოლოგი

 

განათლება/ კვალიფიკაცია 

1997 წ. დაამთავრა ი.მ. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი - ქ. მოსკოვი.

1997-1999 წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა ონკოლოგიის (გინეკოლოგიის) სპეციალობით ქირურგიული გინეკოლოგიის განყოფილების ბაზაზე - ქ. მოსკოვი. 

1999-2001 წწ. გაიარა ასპირანტურის სწავლება ამავე განყოფილებაში.

2001-2002 წწ. გაიარა სტაჟირება მეანობისა და გინეკოლოგიის საუნივერსიტეტო  კლინიკაში  - მაინის ფრანკფურტი, გერმანია.

 

წევრობა, ნაშრომები

არის 92 სამეცნიერო შრომის ავტორი, რომლებიც ეძღვნება ავთვისებიანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს.

2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „გაფართოვებული და კომბინირებული ოპერაციები კომპლექსური მკურნალობისას საკვერცხეების სიმსივნის III-IV სტადიაში”.

2002 წლიდან არის  მეცნიერ-მუშაკი, 2006 წლიდან - უფროსი მეცნიერ-მუშაკი, 2013 წლიდან - წამყვანი მეცნიერ-მუშაკი რუსეთის სამედიცინო აკადემიასთან არსებული ნ.ნ ბლოხინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქალთა რეპროდუქტიული სისტემის ონკოლოგიის გამყოფილებაში.

2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სარძევე ჯირკვლების შეშუპებითი-ინფილტრატიული ფორმის სიმსივნით დაავადებულთა  მკურნალობის თანამედროვე სტრატეგია.“

აქვს ონკოლოგის, ქირურგის და გინეკოლოგის სერთიფიკატები. 2015-17 წლებში დამოუკიდებლად ჩატარებული აქვს 52 მამოლოგიური ქირურგიული ოპერაცია, 44 ონკოლოგიური და 232 ონკო-გინეკოლოგიური ოპერაცია.