ინტერკლინიკის სიახლეები
1June 2017
ჰელიკობაკტერის რესპირატორული ტესტირება
2017 წლის ივნისიდან ჩვენს კლინიკაში დაინერგა კვლევის ახალი მეთოდი - ჰელიკობაკტერის რესპირატორული ტესტირება.
2017 წლის ივნისიდან ჩვენს კლინიკაში დაინერგა კვლევის ახალი მეთოდი - ჰელიკობაკტერის რესპირატორული ტესტირება.
22November 2016
2016 წლის საუკეთესონი
ჩვენი კლინიკა დაჯილდოვდა "ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის" მიერ, როგორც წოდებით "მედიცინის სიამაყე 2016",...
ჩვენი კლინიკა დაჯილდოვდა "ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის" მიერ, როგორც წოდებით "მედიცინის სიამაყე 2016", ასევე საერთაშორისო სერტიფიკატით და კედლის მედლით "ჰიპოკრატეს უდიდესი მემკვიდრეობა 2016". აგრეთვე "ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირისგან" ეროვნული ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალური გუნდის ფორმირებისა და ეფექტური მართვისთვის კლინიკის დირექტორსა და ექიმ-რადიოლოგს ბ-ნ არჩილ ახმეტელს მიღებული აქვს ორდენი "მედიცინის სფეროში დამსახურებისთვის" და ექიმ-რადიოლოგს ბ-ნ დავით ტატანაშვილს გამორჩეული პროფესიული პიროვნული თვისებებისთვის, პაციენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომისთვის, ყურადღებისა და თანადგომის გამოხატვისთვის, მიღებული აქვს მედალი "გულისხმიერება".
9January 2012
უროლოგია და ანდროლოგია
ინტერკლინიკაში ბოლო თაობის ტექნიკით განახლდა უროლოგია/ანდროლოგიის კაბინეტი, სადაც ერექტილური დისფუნქციის (იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაცია) სხვადასხვა ფორმების...
ინტერკლინიკაში ბოლო თაობის ტექნიკით განახლდა უროლოგია/ანდროლოგიის კაბინეტი, სადაც ერექტილური დისფუნქციის (იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაცია) სხვადასხვა ფორმების დიაგნოსტიკა ხდება. ასევე, კვლევები ტარდება მამაკაცის მცირე მენჯის ორგანოთა, პროსტატის დაავადებების, უშვილობის და შარდსასქესო სისტემის ავთვისებიან დაავადებებზე. 45 წლის ზევით ასაკის მამაკაცებს ვურჩევთ დროულად ჩაიტარონ გამოკვლევები.
17September 2011
ულტრაბგერითი კაბინეტი
ინტერკლინიკის ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) კაბინეტი აღიჭურვა "samsung medison" - ის ფირმის უახლესი "Prestige Accuvix V20" ფერადი აპარატით,...
ინტერკლინიკის ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) კაბინეტი აღიჭურვა "samsung medison" - ის ფირმის უახლესი "Prestige Accuvix V20" ფერადი აპარატით, რომელიც 3D/4D განზომილებიანია, რაც ენერგეტიკულ და სპექტრულ რეჟიმებში ორგანიზმის დეტალური დათვალიერების და უმაღლესი ხარისხის კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია ფოტო/ვიდეო გამოსახულების მაღალი გარჩევადობა, რაც ორსული პაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.